სპორტი

სპორტი ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილია, ფიზიკური აღზრდის მეთოდი და საშუალება, სხვადასხვა ფიზიკურ ვარჯიშებში შეჯიბრებების ორგანიზების, მომზადების და ჩატარების სისტემა. განასხვავებენ მასობრივ, სამოყვარულო და პროფესიულ სპორტს.
ფეხბურთი გუნდური სპორტია, რომელსაც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. ბურთით თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ორი დამხმარე გვერდითა მსაჯი. მთავარი მსაჯი წყვეტს ყველა ეპიზოდს არის თუ არა ჯარიმა, თუ ეს ჯარიმა არის უხეში მაშინ მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ბარათი, ხოლო თუ ფეხბურთელი ერთ მატჩში მიიღებს ორ ყვითელ ბარათს, მაშინ მსაჯი აუცილებლად უჩვენებს მოთამაშეს წითელ ბარათს.
თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა ინგლისში, რასაც ფეხბურთის ასოციაციის შექმნა მოჰყვა, რომლის 1863 წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა ფიფა (აკრონიმი ფრანგ. Fédération Internationale de Football Association - FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია ფიფას მსოფლიო თასი, ჩემპიონატი, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში.
კალათბურთის სათამაშოდ იყენებენ მოედანს, რომლის ზომაა 28X15. პირითი ხაზების შუა ადგილას სპეციალურ დგარებში დაყენებულია ფარები, რომლებზეც დამაგრებულია ლითონის რგოლებზე დაკიდებული უძირო ბადეები(კალათები). მანძილი იატაკსა და კალათს შორის 305 სმ-ია, თვითონ ფარის ზომებია 180X105 სმ ან 120X80 სმ, ასევე არსებობს ქუჩის კალათბურთის ფარი და სამოყვარულო კალათბურთის ფარი რომლის ზომებიც განსხვავებულია. კალათის დიამეტრი 45 სმ-ია. ფარის წინ 625-ანი რადიუსით შემოსაზღვრულია 3-ქულიანი ტყორცნის არე და საჯარიმო ზონა. კალათბურთს თამაშობენ ტყავის , სინთეტიკური ტყავის ან სხვა სინთეტიკური მასალისაგან დამზადებული ბურთით. რომლის გარშემოწირულობა 74,5-78 სმ-ა, ხოლო მასა - 567-650 გრამი.
 კალადბურთი–მოთამაშეთა რაოდენობა ყოველ გუნდში 5-5 კაცით განისაზღვრება. თამაშის დროს ჩაგდებული ბურთისათვის გუნდს ერიცხება 2 ან 3 ქულა, ყოველი რეალიზებული საჯარიმო ტყორცნისათვის 1 ქულა, გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. შეხვდერა შედგება ოთხი 10 წუთიანი (სუფთა დრო)ტაიმისაგან. ტაიმებს შორის შესვენება 2 წუთია. გამონაკლისია შესვენება მეორე და მესამე ტაიმებს შორის, რომელიც 15 წუთი გრელდება. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5 წუთიანი ტაიმი (ან ტაიმები), გამარჯვებულის გამოვლენამდე. დაშვებულია ნებისმიერი რაოდენობის შეცვლები. ყველა შეცვლილ მოთმაშეს უფლება აქვს დაბრუნდეს მოედანზე.
კალათბურთს ხელით თამაშობენ. დაშვებულია ბურთის ხელით ტარება, გადაცემა და ტყორცნა, როგორც ცალი, ასევე ორი ხელით. არ შეიძლება სამ ნაბიჯზე მეტის გადადგმა ბურთიანად, ბურთიანად ახტომა და დახტომა, მეტოქის საჯარიმო ზონაში სამ წამზე მეტხანს ყოფნა. გუნდს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანისათვის ეძლევა 8, ხოლო შეტევისათვის - 24 წამი, რომლის გასვლის შემდეგ ბურთი მეტოქეს გადაეცემა. მწვრთნელს უფლება აქვს თითოეულ ტაიმში აიღოს ერთი წუთშესვენება (მეოთხეში - ორი). მოთამაშე ჯარიმდება ყველა ამ წესის დარღვევისათვის, აგრეთვე ბლოკირებისათვის და უხეში თამაშისათვის. მოთმაშე ჯარიმდება როგორც ჩვეულებრივი ჯარიმით, ასევე პერსონალური შენიშვნით. 5 პერსონალური შენიშვნის მიღბის შემთხვევაში მოთმაშე ტოვებს მოედანს. ოთხი გუნდური შენიშვნის შემდეგ ყოველი ჯარიმა სრულდება საჯარიმო ტყორცნებით. ჩაგდებული საჯარიმო იძლევა 1 ქულას. თამაშის მსვლელობისას 2-ქულიან ზონიდან ჩაგდებული ბურთი ფასდევა 2, ხოლო 3-ქულიან ზონიდან ჩაგდებული - სამ ქულად.
რაგბი — სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში. 
        
არსებობს გადმოცემა, რომ რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის 7აპრილს. ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (ინგ. Rugby აქედან მოდის თამაშის სახელწოდებაც) 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია მართალია ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია. სინამდვილეში მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს - Rugby-football-ს. 1863 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდებოდა, გუნდები თამაშის წინ თანხმდებოდნენ თუ რომელი წესებით ეთმაშათ. განსხვავება ის გახლდათ, რომ რაგბში ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი - მხოლოდ დაჭერა. 1869 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში და ხელით თამაშის მიმდევრებმა 1871 წელს დააარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წელს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიც: ინგლისი - შოტლანდია. ახალმა თამაშმა მალე მოიკიდა ფეხი ბრიტანეთის კუნძულებზე. ზედიზედ შეიქმნა შოტლანდიის 1873 წელს, ირლანდიის 1875 და უელსის 1881 რაგბის კავშირები.
ბრიტანელებმა მალე ეს თამაში მსოფლიოსაც გააცნეს. რაგბის კავშირები შეიქმნა სამხრეთ აფრიკაში (1889 წელს), ახალ ზელანდიაში (1892), არგენტინაში (1899), გერმანიაში (1990) და სხვაგან.
1886 წელს ირლანდიის, უელსის და შოტლანდიის წარმომადგენლებმა დაარსეს რაგბის საერთაშორისო საბჭო (International Rugby-football Board)- ირფბ. ორგანიზაციას 1890 წელს შეუერთდა ინგლისი. 1949 წელს სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. მხოლოდ 1976 წელს მიიღეს ორგანიზაციაში ფრანგები. საერთოდ ირბ მეტად კონსერვატული ორგანიზაცია აღმოჩნდა და ფრანგებმა მის ალტერნატივად 1934 წელს სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ფედერაცია-ევროპული რაგბის ასოციაცია - ფირა, შექმნეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში (1900,1908,1924 და 1928 წლებში) რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შედიოდა, მაგრამ მერე და მერე ირბ მხოლოდ ხუთი ერის პირველობით და ტესტ-მატჩებით შემოიფარგლა. მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში რაგბის საერთო განვითრებამ აიძულა ირბ კარი გაეღო დანარჩენი მსოფლიოსათვის და დაეწყო მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარება. 1997 წელს საბჭოს სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვა ,, football’’ და საბჭომ მიიღო დღევანდელი სახელწოდება.