მაია - მესოამერიკული ცივილიზაცია, ცნობილი ამ ცივილიზაციათა შორის ყველაზე განვითარებული და დახვეწილი დამწერლობით, ასევე ხელოვნებით, არქიტექტურით, საოცრად დიდი მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნით. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაცია არსებობდა პრეკლასიკურ პერიოდში, განვითარების პიკს მიაღწია კლასიკურ პერიოდში (დაახ. ჩვ. წ. 250-900 წწ.) და განაგრძობდა არსებობას პოსტკლასიკურ პერიოდში, ესპანელთა მიერ იუკატანის ნ/კ-ს დაპყრობამდე. განვითარების აპოგეაში მაია წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ კულტურის მქონე, მჭიდროდ დასახლებულ საზოგადოებას.
ორი ცივილიზაციის, ევროპული და ამერიკული (ამ შემთხვევაში მაიას ცივილიზაცია) პირველი შეხვედრა შედგა თვით ქრისტეფორე კოლუმბის მონაწილეობით, როცა იგი თავისი მეოთხე ცურვის დროს ინდოეთში (კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ მის მიერ აღმოჩენილი მიწა ინდოეთი იყო), მისმა ხომალდებმა ჩაუარეს თანამედროვე ჰონდურასის ჩრდილოეთ ნაწილს და კუნძულ გუანაიასთან შემოხვდათ ცალფა ხეში ამოღებული კანოე, სიგანით 1,5 მ. ეს იყო სავაჭრო ნავი, რომლის მგზავრებმაც ევროპელებს შესთავაზეს სპილენძის ფირფიტები, ქვის ხელცულები, კერამიკული ნაკეთობები, კაკაოს მარცვლები და ბამბის ქსოვილები.
როცა ერნან კორტესმა აცტეკების დიდი იმპერი. ესპანელები ამავე დროს სასტიკად დევნიდნენ მათ რელიგიას: ანგრევდნენ ტაძრებს, წმინდა ადგილებს ძარცვავდნენ, ხოლო მათ, ვინც კერპთაყვანისმცემლობაში იყო შემჩნეული, კათოლიკე მისიონერი ბერები სვამდნენ ძელზე, დუღრავდნენ ცხელი წყლით, სცემდნენ მათრახით.
ამ ბერმა გადაწყვიტა, რომ მაიას წიგნებში ეზოთერული ცოდნის მქონე, ეშმაკისეული მაცდუნებელი მასალა იქნებოდა და ბრძანა მათი დაწვა, რამაც “მაიას ხალხს თავზარი დასცა და უზომოდ დაამწუხრა”. 1562 წელს, დიეგო დე ლანდას სამთვიანი ინკვიზიციის დროს, მისი ხელმძღვანელობით აწამეს 5 000 ინდიელი, რომელთაგან 158 დაიღუპა. ამ სისასტიკის გამო, დე ლანდა უკან, ესპანეთში გაიწვიეს, მაგრამ იქ გაამართლეს და სულ მალე უკვე ეპისკოპოსის რანგში დააბრუნეს.
კონკისტადორები ყველა შესაძლებელი ხერხებითა და მეთოდებით ანადგურებდნენ ინდილეთა კულტურას. ესპანელთა მოსვლიდან უკვე ასი წლის შემდეგ, მაიას დიდებული წარსულის შესახებ მოგონებაც კი აღარ დარჩა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანისთვის თითქმის აუტანელ, ამ ტროპიკულ კლიმატში უმაღლესი ცივილიზაცია არსებობდასაგარეო სამხედრო კონფლიქტების კვალი და თავდაცვითი ნაგებობების არარსებიბამ, არქეოლოგებს აფიქრებინა, რომ მაიას ხალხი, აცტეკებისგან განსხვავებით, ეწეოდნენ მშვიდობიან, თითქმის იდილიურ ცხოვრებას,. მაგრამ მაიას ხელოვნებასთან უფრო ახლოს ნაცნობობამ სულ სხვაგვარად წარმოაჩინა ამ ცივილიზაციაში მცხოვრები საზოგადოება.
მაიას სამხედრო ლაშქრობები ატარებდა რიტუალურ ხასიათს. ეს იყო არაჩვეულებრივი ომები: მზადება საოცრად პომპეზური იყო, საბრძოლო შეტაკებები უაღრესად ხანმოკლე და დიდი რაოდენობის ტყვე, რომლებსაც ღმერთებს სწირავდნენ. ჩვენამდე მოაღწია მაიას ერთ-ერთმა გასართობმა – ბურთით თამაშმა. სპეციალურ ქვის მოედნებზე შეჯიბრის მონაწილენი წარმოადგენდნენ მითოლოგიურ სიუჟეტს გმირი ტყუპი ძმების შესახებ, რომლებიც მიწისქვეშ, ღმერთებს ბურთშ ეთამაშებოდნენ. და ზუსტად ისევე, როგორც მითოლოგიურ თქმულებაში, სადაც საუბარი იყო სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანის შესახებ, რეალურ შეჯიბრებაში დამარცხებულ მსხვრეპლად სწირავდნენ ან სასიკვდილოდ სცემდნენ მძიმე ბურთით, ან თავს კვეთდნენ. ზოგჯერ დამარცხებულს უბრალოდ შეკოჭავდნენ და აკეთებდნენ რა მისგან ერთგვარ ცოცხალ ბურთს, დააგორებდნენ ტაძრის კიბეებზე ან სიკვდილამდე არბენინებდნენ მოედანზე.